Advanced Nutrients Jungle Juice® Grow
40.00 ₾
- ბრენდი: Advanced Nutrients®
- პროდუქტის კოდი:
- ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია
ერთი კომპონენტი Jungle Juice® ხაზიდან. ყველაზე ეკონომიური შეთავაზება Advanced Nutrients -სგან - ფასის და ხარისხის ოპტიმალური კომბინაცია - სა..
ხელმისაწვდომი პარამეტრები
უფასო მიწოდება
350.00 ₾- დან
მარტივი
დაბრუნება
საუკეთესო ფასის
გარანტია
ერთი კომპონენტი Jungle Juice® ხაზიდან. ყველაზე ეკონომიური შეთავაზება Advanced Nutrients -სგან - ფასის და ხარისხის ოპტიმალური კომბინაცია - სამკომპონენტიანი ძირითადი მინერალური სასუქი Jungle Juice®
მცენარეებზე ასობით ლაბორატორიული ექსპერიმენტის შემდეგ, Advanced Nutrients -ის მეცნიერებმა შეიმუშავეს თანამედროვე კვების ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია კლასიკურ სამნაწილიან სასუქზე.
ამ ფორმულით, თქვენი მცენარეები იღებენ ყველა საკვებ ნივთიერებას სწორი პროპორციით, როცა მათ სჭირდებათ.
Jungle Juice® -ის მთავარი უპირატესობა არის მისი ფასი! ამავდროულად Jungle Juice® -ი არის უმაღლესი ხარისხის სასუქი, როგორც ყველა Advanced Nutrients -ის პროდუქტი.
Jungle Juice® -ი თავსებადია ყველა ტიპის სუბსტრატთან და ჰიდროპონიკურ სისტემებთან.
აუცილებელია Jungle Juice® -ს Micro, Grow, და Bloom -ის კომპონენტების ერთმანეთთან კომბინაციაში გამოყენება.
Jungle Juice® Micro კომპონენტი ყოველთვის ემატება პირველ რიგში!
Jungle Juice® Micro აძლევს თქვენს მცენარეებს სწორ დაწყებას და ამარაგებს მათ მაღალი ხარისხის აზოტით, რკინით, კალციუმით და სხვა საჭირო მინერალებით, ზუსტი პროპორციებით.
Jungle Juice® Grow უზრუნველყოფს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და სხვა მეორად ელემენტებს, რომლებიც საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში ენერგიული ზრდისთვის.
Jungle Juice® Bloom ამარაგებს მცენარეს ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით და გოგირდით, რათა წარმოქმნას დიდი ყვავილები მდიდარი გემოთი და არომატით მაქსიმალური მოსავლიანობით!
Advanced Nutrients Jungle Juice® სასუქები შესანიშნავია თქვენთვის, თუ გსურთ დაზოგოთ ფული და მიიღოთ კარგი მოსავალი!
ყურადღება!
Jungle Juice® -ი ავტომატურად არ არეგულირებს pH-ის დონეს როგორც სხვა Advanced Nutrients' pH Perfect პროდუქტები, მაგრამ ის თავსებადია ყველა სხვა Advanced Nutrients -ის პროდუქტთან.
გამოყენება:
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
• გამოიყენეთ TDS(EC)-მეტრი საკვები ნივთიერებების შემცველობის მონიტორინგისთვის.
• დაამზადეთ და შეცვალეთ მკვებავი ხსნარი მინიმუმ ყოველ კვირას, რათა თავიდან აიცილოთ საკვები ნივთიერებების დისბალანსი.
• შეინარჩუნეთ საკვები ნივთიერებების pH -ის დონე 5,5-დან 6,3-მდე.
• შერევის რეკომენდაციებისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი.
დაამატეთ კომპონენტების ზუსტი რაოდენობა.
• თვალყური ადევნეთ მინერალიზაციას (ppm) დონეს, TDS(EC) -მეტტის მეშვეობით.
• შეამცირეთ საკვები ნივთიერებები, თუ მცენარეები აჩვენებენ სტრესის ნიშნებს ან თუ იზრდებიან ძალიან ნათელ, ცხელ ან მშრალ გარემოში.
• ყოველთვის ჯერ დაამატეთ სუფთა წყალში Jungle Juice Micro® და კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ Jungle Juice Grow® და/ან Jungle Juice Bloom®.
• Jungle Juice® -ის კომპონენტები ძალიან კონცენტრირებულია ხსნადობის ზღვრამდე.
• დაიცავით გაყინვისგან და მზის პირდაპირი სხივებისგან. პროდუქტი შეიძლება ოდნავ დაკრისტალდეს ბოთლში - ეს არ არის პრობლემა. შეანჯღრიეთ ბოთლი, სანამ ნალექი არ გაქრება.
არასოდეს შეურიოთ სასუქები ერთმანეთში, განუზავებლად, კონცენტრირებული ფორმაში (ანუ პირდაპირ ბოთლიდან).
ყოველთვის დაამატეთ ისინი წყალში ცალცალკე და კარგად აურიეთ შემდეგი ნივთიერების დამატებამდე !!!

ჩამოტვირთეთ კვების კალკულატორი
(Advanced Nutrients-ის მობილური აპლიკაცია)
წარმოებულია კანადაში