წესები და პირობები

ეს ვებგვერდი წარმოადგენს შპს „ბოსტანიკა’’-ს საკუთრებას.

ძვირფასო მომხმარებელო! 

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.


წინამდებარე ვებ გვერდზე შემოსვლით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ვებგვერდით სარგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

ტერმინთა განმარტება:

ჩვენ - შპს “ბოსტანიკა”

თქვენ - პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე; ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;

მომსახურება - ონლაინ მაღაზია;

ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი;

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ:

ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რათა მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;

დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს;

წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;

დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;

მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;

ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ bostanika.ge, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე);

ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს ან სხვა მსგავს ინფორმაციას;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;

არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.

არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;

ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;

არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით;

ჩვენი პასუხისმგებლობა

ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანის, ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი მიზეზით.

ფუნქციონირება

გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით საიტზე განთავსებული კონკრეტული პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ვირტუალურ ბალანსზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს პროვაიდერს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე, (იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა საბარათე ანგარიშიდან ). ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხიმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩაქრებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეული პროდუქციის შესაძენად უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ პროდუქციის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე.

მომსახურების მიღებისა და ვებგვერდის გამოყენების პირობები

მომსახურების მიღება

ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენ სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს თქვენს მიერ ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

ინტელექტუალური საკუთრება

აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

შესაძლო ხარვეზები

ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით; პროგრამების გაუმართაობით; სისტემის გადატვირთულობით; ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით; ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით; მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით; ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა , რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარმუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები

ჩვენს ვებ გვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაუკავშირდეთ სხვა ვებგვერდებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ჩვენის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას ; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.

ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს bostanika.ge ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებმისამართზე: www.bostanika.ge) დაკავშირებულ ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლაინ სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან (მომხმარებლისგან) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე bostanikagrow@gmail.com

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა(როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან პროდუქციის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუტენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენს მიერ მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანსაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.

იურისდიქცია

წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ვებგვერდის საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში და დავის არსებობის შემთხვევაში მას განიხილავს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომეიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში.