SOG & SCROG. რა განსხვავებაა?

SOG & SCROG. რა განსხვავებაა?

იმის გამო, რომ გროუერების საზოგადოება იმდენად დიდია, არსებობს ძალიან ბევრი კულტივაციის მეთოდები. მაგრამ ორი მათ შორის არიან ყველაზე პოპულარული: SoG და ScrOG --ი.  დასახელებით ისინი ძალიან ჰგვანან, მაგრამ ტექნიკურად  ძალიან განსხვავდებიან.

SCROG -ი

ან Screen of Green (სიმწვანეს ეკრანი) არის თქვენი სახლის პლანტაციის მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. 

SCROG მეთოდის ცენტრალური ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ეკრანი, ანუ ბადე, რომელიც ფიქსირდება ჰორიზონტალურად, ნათურას და ქოთანს შორის შუაში. მეწარმის ამოცანაა არის ტოტების გადანაწილება ქსელის მთელ ფართობზე, ისე რომ სიმწვანეს უწყვეტი ჰორიზონტალური ზედაპირი გაკეთდეს. შედეგად, დაბლიდან რომ შეხედო, მცენარის ფორმა უფრო ბაობაბს ემსგავსება.

რისთვის არის SCROG -ი?

იმისთვის რომ მცენარეს ყველა ხილი ნათურისგან იმავე დაშორებით მოთავსთეს. შუქის ეფექტურად გამოყენების და მოსავლის გაზრდის გარდა, SCROG -ი ასევე საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ სიმაღლე კონტროლის ქვეშ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაბალ გროუბოქსში მაღალი ჯიშების კულტივაციის დროს.



SOG -ი

ან Sea Of Green (მწვანე ზღვა) - მეთოდია, სადაც  მცენარეს ტოტების მანიპულირება არ არის საჭირო. მეთოდის არსი იმაშია რომ თქვენი მცენარეების (ძირითადად კლონების) დარგვა მაღალი სიმკვრივით ხდება, პატარა ქოთნებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ეს საშუალებას გაძლევთ სრულად ისარგებლოთ თქვენი გროუინგის ფართობით. გარდა ამისა, ელექტრო ენერგიის მაგარი დაზოგვა ხდება, რადგან უაზროდ არ იხარჯება ადგილი და ყველა ხილი თანაბრად ახლოსაა ნათურასთან.

SoG– ის გამოყენების კიდევ ერთი შესანიშნავი რამე ის არის, რომ თქვენი მოსავლის სწრაფად მიღება შეგიძლიათ, რადგან მცენარეული ზრდისთვის მხოლოდ მცირე დრო გჭირდებათ. რამდენიმე დღის შემდეგ, თქვენი მცენარეები უკვე საკმარისად ძლიერი იქნება ყვავილობის ფაზაში შესასვლელად.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და იყიდოთ PRONET SCROG ბადე აქ